საქართველოს პრეზიდენტმა 137 მსჯავრდებული შეიწყალა.
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრ ხათუნა კალმახელის თქმით, სრული შეწყალება 111 მსჯავრდებულს შეეხო და ისინი დღის განმავლობაში დატოვებენ სასჯელაღსრულების დაწესებულებებს.
სასჯელის ვადა გაუნახევრდა 6 მსჯავრდებულს, სასჯელი შეუმცირდა 2-ს და პირობითი სასჯელისგან განთავისუფლდა 18 ადამიანი.
კალმახელიძის თქმით, შეწყალებულთა შორის არის 8 ქალი და 2 არასრულწლოვანი მსჯავრდებული.