კონსტიტუციური უსაფრთხეობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სახელმწიფო მოხელის მხრიდან ჩადენილი კორუფციული დანაშაულის მორიგი ფაქტი. ამის შესახებ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ იოსებ თოფურიძემ განაცხადა.
„დღეს დილით დავაკავეთ ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულების, სპეცაღრიცხვის განყოფილების უფროსი ნონა ქირია. მან მსჯავრდებულების დედას შეწყალების კომისიაში საქმის მოგვარების სანაცვლოდ გამოსძალა 70 000 ლარი", - განაცხადა თოფურიძემ.
მისი თქმით, დანაშაული ითვალისწინებს 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთას. სისხლის სამართლის საქმეს იძიებს კონსტიტიუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი.