დუშეთის რაიონის სოფელ ოძისის მაცხოვრებლებს პაატა ჯავახიშვილსა და გიორგი გურგენიშვილს სამხრეთ ოსეთის დეფაქტო სამართალდამცავები დეკემბერში გაათავისუფლებენ. ამის შესახებ მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტი იტყობინება ახალგორიდან.
როგორც მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პარლამენტის დეპუტატმა ვლადიმერ გაბარაევმა განუცხადა, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულებს 2 თვიანი პატიმრობა აქვთ შეფარდებული და პატიმრობის ვადა დეკემბერში გასდით.
შეგახსენებთ, რომ სოფელ ოძისიდან ორი ადგილობრივი გიორგი გურგენიშვილი და პაატა ჯავახიშვილი 11 ოქტომბერიდან ცხინვალის იზოლატორში არიან მოთავსებულები. ისინი ტყეში შეშის მოსაჭრელად იყვნენ წასულები, რა დროსაც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.