კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად დააკავეს ქ. ბათუმის მერიის გამწვანების სამსახურის უფროსი, კახაბერ გუჩმანიძე.
კახაბერ გუჩმანიძემ მეწარმეს ტენდერის გამოცხადების და მასში გამარჯვების სანაცვლოდ ქრთამის სახით გამოსძალა 25 000 აშშ დოლარი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
დანაშაული ითვალისწინებს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. სისხილს სამართლის საქმეს იძიებს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი.