იტალიაში ძარცვის ბრალდებით სამართალდამცავებმა ორი საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ისინი ნაქურდალი ნივთებით მაშინ დააკავეს, როცა საკუთარი მანქანით მიმალვას ცდილობდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით მათ ბინიდან 15 ათასი ევრო და ოქროს ნაკეთობები მოიპარეს. უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. საქართველოს მოქალაქეებს უახლოეს დღეებში გაასამართლებენ.