საქართველოში ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით გამართულ პირველ სასამართლო პროცესზე ლევან დემეტრაშვილს მოსამართლემ თოთხმეტწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენის გამოცხადებას თორმეტივე ნაფიცი მსაჯული, თავად ბრალდებული, დაცვისა და ბრალმდებელი მხარეები და 150 დამსწრე ისმენდა.
ნაფიცი მსაჯულების რეკომენდაციით მოსამართლემ დემეტრაშვილს, გარემოებებიდან გამომდინარე, სასჯელის შედარებით მცირე ვადა განუსაზღვრა.
თუმცა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში ბრალდებულის ოჯახის წევრები და დაცვის მხარე გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და მომავალ კვირაში სპეციალური პრესკონფერენციის გამართვას გეგმავენ.