სამარელმა პოლიციელებმა 19 წლის მამუკა კახიშვილი ცემით მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საგამომცემლო სახლი "პროვინცია" ავრცელებს.
შემთხვევა 10 ნოემბერს, დასახლება უპრავლენჩესკში მოხდა. 19 წლის კახიშვილი, რომელიც მეორე ჯგუფის ინვალიდი იყო, მეგობრებთან ერთად არმიიდან დაბრუნების აღსანიშნავად, ბარში წავიდა, თუმცა იმის გამო რომ იქ დახურული წვეულება იყო, ის შენობის გარეთ მეგობრებთან ერთად იდგა. როგორც გარდაცვლილის მეგობრები იხსენებენ, კაფედან სამი მილიციელი გამოვიდა. მათ მამუკა კახიშვილი მიწაზე დააგდეს, ცემა დაუწყეს და ხელბორკილებიც დაადეს. მამუკა კახიშვილი ადგილზე გარდაიცვალა.
მილიციის ვერსიით, სამართალდამცველები კაფეში პროფესიულ დღესასწაულს აღნიშნავდნენ. მათ ახალგაზრდა დაინახეს, რომელიც ძებნილს მიამსგავსეს. პოლიციელებმა ახალგაზრდის დაკავება სცადეს, თუმცა, იგი გაიქცა, რის შემდეგაც მას დაეწივნენ, მიწაზე დააგდეს და მანქანაში ჩასვეს. ამ დროს კი აღმოაჩინეს, რომ დაკავებული უკვე გარდაცვლილი იყო.