შეწყალების კომისია დღეს 300-მდე პატიმრის საქმეს განიხილავს. მათ შორის 11 არასრულწლოვანი და 35 ქალი მსჯავრდებულია. კომისიაში სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულისათვის გასამართლებულ მსჯავრდებულთა განაცხადებია შესული.
კომისიის წევრები ყველა განაცხადს განიხილავენ, თუმცა პრეზიდენტს იმ შესაწყალებელ პატიმართა სიას გადაუგზავნიან, რომლებსაც თავად გაუწევენ რეკომენდაციას. მსჯავრდებულთა შეწყალება გიორგობის დღეს იგეგმება.