რამდენ წელს მიუსჯიან რევაზ დემეტრაშვილს 17 წლის წინ ჩადენილ დანაშაულისთვის ეს დღეს გაირკვევა. გადაწყვეტილებას მოსამართლე გამოიტანს. პროცესს თორმეტივე ნაფიცმსაჯული დაესწრება, რომლებმაც დემეტრაშილი დამნაშავედ სცნეს.
ცნობისთვის, საბოლოო ვერდიქტი მას გუშინ გამოუტანეს. პროცესს მინასიანების ცოცხლად გადარჩენილი ოჯახის ყველა წევრი ესწრებოდა.
შეგახსენებთ, რომ 1994 წელს რევაზ დემეტრაშილი ბრალდებულად სცნეს, მინასიანების სამი წევრის დამამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის დამხარებაში.