ფრაქცია ~ერთობა სამართლიანობისთვის~ თავმჯდომარეს გიორგი ცაგარეიშვილს აინტერესებს რა ეტაპზეა გამოძიება ~ქართუ~ ბანკთან დაკავშირებით.
~რამდენადაც ცნობილია ფული რომ გათეთრდეს ის ჯერ შავი უნდა იყოს, ანუ კრიმინალური წარმოშობისა. თუ უნაღდო ფული იყო კრიმინალური წარმოშობის, პრეტენზიები ნიუ-იორკისა და გერმანიის ბანკებისკენ და შესაბამისი მონიტორინგის სამსახურებისკენ უნდა იყოს მიმართული, თუ ნაღდი ფულის წარმომავლობასთან ჩნდება ეჭვი, მაშინ, ალბათ უპირველესი პრეტენზია სს ,,საქართველოს ბანკთან~ უნდა იყოს. მით უფრო, რომ ,,ბანკი ქართუს~ მოთხოვნაში ფულის წარმოშობა დაფიქსირებული არ იყო~ - მიმართა ცაგარეიშვილმა ქადაგიძეს.
გიორგი ცაგარეიშვილს აინტერესებს შეიძლებოდა თუ არა ბანკებს შორის ნაღდი ფულით გამაგრების ოპერაცია დაკვალიფიცირებულიყო, როგორც ფულის გათეთრების მცდელობა. ~მით უფრო, რომ უნაღდო ანგარიშსწორება მოხდა მსოფლიო წამყვანი ბანკების (,,დოიჩე ბანკ ტრასტ კომპანი~ და ,,სიტიბანკი~ ერთ შემთხვევაში და ,,კომერცბანკი~ - მეორეში) მეშვეობით. ხოლო ნაღდი ფული გამოტანილ იქნა სს ,,საქართველოს ბანკიდან~ რომლის მიმართაც პრეტენზიები არა გააჩნიათ~ - მიმართა ცაგარეიშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს.