დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პოლიციის თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად დააკავეს 1964 წ.დ ნანა დავითულიანი და მისი თანამზრახველი, 1987 წ.დ ლევან ეჯიბაშვილი.
ბრალდებული ნანა დავითულიანი შურისძიების მიზნით მისი ყოფილი მეუღლის, გიორგი მჭედლიძის და მარინე კაჭკაჭიშვილის დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობას გეგმავდა. იგი მოელაპარაკა პიროვნებას და გარკვეული მატერიალური ანაზღაურების სანაცვლოდ აღნიშნული დანაშაულის სისრულეში მოყვანა შესთავაზა.
დაკავებულები აღიარებენ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 18-109-ე მუხლის III ნაწილის ა და გ პუნქტით, რაც ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.