ეკუთვნის თუ არა 2008 წლის აგვისტოში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მფრინავს ალექსანდრე კოვენცოვს საქართველოს მიერ რუსეთისათვის გადმოცემული ნარჩენები ჯერ ჯერობით უცნობია და ამასთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნის გაკეთება მხოლოდ განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ იქნება შესაძლებელი. განცხადება ამის შესახებ რუსეთის გენერალური პროკურატურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმერ მარკინმა დღეს მოსკოვში გააკეთა.
მისივე თქმით, ჯერ ჯერობით ცნობილია მხოლოდ ის არის, რომ ავიაგამანადგურებლის მფრინავი, 1971 წელს დაბადებული პოლკოვნიკი კოვენცოვი შეიარაღებული კონფლიტის პირველივე დღეებში ჩამოაგდეს. აგვისტოს დასაწყიში, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა მფრინავის ნარჩენები თბილისის მორგში არსებულ გაურკვეველ ცხედრებს შორის იყოს, თუმცა მფრინავის ბედის დადგენის დროს ეს ინფორმაცია უარყოფილი იყო.
"დარჩენების ნაწილი რუსეთში ჩამოვიტანეთ და დეტალური ანალიზისათვის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გადავეცით. სამინისტრო თავის საკუთარ ექსპერტიზას ჩაატარებს. ამას გარდა, რუსულ მხარეს წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაცია დნმ-ის ნიმუშებს გადასცემს და მხოლოდ ამ ექსპერტიზების ჩატარების შემდეგ იქნება შესაძლებელი დადასტურებულად იმის თქმა ეკუთვნის თუ არა ნარჩენები მფრინავს", _ განაცხადა მარკინმა.