თბილისში 18 წლის მოზარდი დაჭრეს. შემთხვევა წუხელ ღამით მოხდა. ვარკეთილში თორიკე ხაჟომია თავის საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. დაჭრილი მეზობლებმა იპოვეს. მას ჭრილობა ბარძაყის არეში აქვს მიყენებული.
თორნიკე ხაჟომია სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების თქმით, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ოჯახის წევრებისათვის უცნობია ვისთან მოუვიდა კონფლიქტი 18 წლის მოზარდს. მათივე თქმით, იგი სახლში ნასვამი დაბრუნდა და რამდენიე წუთში ისევ გარეთ გავიდა.