სამსუნის სასამართლომ თაღლითობაში ეჭვმიტანილ ქართველ ქალს 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქეული მედია ავრცელებს.
საქართველოს მოქალაქე ქალბატონს, რომელიც თურქულ გამოცემებში ეკატერინა ბიდ არის მოხსენიებული, ბრალი ყალბი პირადობისა და საკრედიტო ბარათების გამოყენებაში ედება.
გავრცელებული ცნობით, ყალბ დოკუმენტებს ის თავად ამზადებდა. ეკატერინა ბი უკვე გადაიყვანეს სამსუნის ქალთა პროვინციაში.