თბილისში გაზაგასამართ სადგურზე ფოლკსვაგენის ტიპის ავტომანქანის საბარგული აფეთქდა, რის შედეგადაც სომხეთის ორმა მოქალაქემ სახისა და კიდურების მსუბუქი დამწვრობა მიიღო.
წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოიწვია. დაშავებული მგზავრები დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. მიმდინარეობს გამოძიება.