მექსიკაში კატასტროფა განიცადა ვერტმფრენმა, რომლის ბორტზე ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი ხოსე ფრანცისკო ბლაკე მორა იმყოფებოდა.
ავიაკატასტროფის შედეგად მინისტრი დაიღუპა.
ვერტმფრენი მეხიკოს სოჩივილკის რაიონში ჩამოვარდა. მექსიკის მთავრობა ჯერჯერობით არ ავრცელებს ინფორმაციას, მინისტრთან ერთად ვერტმფრენზე მყოფი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის მეკსიკი ფილიპე სამორას და ეკიპაჟის წევრების შესახებ.
არ ვცელდება ინფორმაცია კატასტროფის მიზეზების შესახებაც.
მექსიკის ტელევიზიის ინფორმაციით, მინისტრი ქალაქ კუერლანკაში მიფრინავდა, სადაც მონაწილეობა უნდა მიეღო გამოძიების სრულყოფისადმი მიძღვნილ კონფერენციაში.
ხოსე მორამ მინისტრის პოსტი 2010 წლის იანვარში დაიკავა. ის ქვეყნის მეორე შს მინისტრია, რომელიც ბოლო 4 წლის განმავლობაში ავიაკასტროფაში დაიღუპა.
2008 წელს თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად ქვეყნის შს მინისტრი ხუან კამილიო მურინიო დაიღუპა.