კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიების შედეგად დააკავეს ხობის რაიონის გამგებელი, იგორ ტყებუჩავა, რომელმაც მეწარმეს ხობის გამგეობის მიერ ჩარატებულ ტენდერში გამარჯვების სანაცვლოდ ქრთამის სახით გამოსძალა 5000 ლარი.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
დანაშაული ითვალისწინებს 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას. სისხლის სამართლის საქმეს იძიებს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი.
ტყებუჩავას დაკავების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, თუმცა ოფიციალურად ის ამ დრომდე არავის დაუდასტურებია.