დღეს, 11 ნოემბერს, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, ქ. ბათუმში, სასტუმრო "რჩეულ ვილაში" "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" ორგანიზებით გაიმართება მრგვალი მაგიდა ადვოკატებისთვის. ღონისძიება ტარდება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან თანამშრომლობით.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ორგანიზაციიდან აცნობეს, "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში პრაქტიკოს ადვოკატთა გაძლიერებას, რათა მოხდეს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების უკეთ დანერგვა.
შეხვედრის პირველი დღე დაეთმობა ტრეინინგს, ხოლო მეორე დღეს ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" ადვოკატები აჭარის რეგიონის ადვოკატებს პრაქტიკულ გამოცდილებას გაუზიარებენ კონკრეტულ საქმეებთან მიმართებაში.
"42-ე მუხლი" მომვალშიც რეგულარულად ჩაატარებს შევხედრებს ადვოკატებთან, რომელიც საქართველოს 6 რეგიონში გაიმართება.
მრგვალი მაგიდა ტარდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ, სოციალური ტრანსფორმაციის პროგრამის (MATRA) ფინანსური მხარდაჭერით.