თბილისის ზღვის ტერიტორიზე ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა. "ბმვ"-ს მარკის ავტომობილი, რომელსაც 23 წლის ბაჩანა სუთიძე მართავდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდა მძღოლი ადგილზე დაიღუპა.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ საგანგებო სიტუაციებისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.