ბოლო 10 დღის განმავლობაში ჩატარებული შემოწმების შედეგად 15 აფთიაქი დაჯარიმდა. ადმინისტრაციული დარღვევა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების საგენტომ თბილისსა და რეგიონებში გამოავლინა.
აფთიაქებიდან ამოღებული წამლები სპეციალურ ლაბორატორიაშია გადაგზავნილი.
არარეგისტრირებულ მედიკამენტებსა და შეფუთვა მარკირების წესის დარღვევაზე დაწესებულებები 1000-დან 3000 ლარამდე დაჯარიმდებიან.
ცნობისთვის, მთელი წლის განმავლობაში 163 აფთიაქი დაჯარიმდა. საჯარიმო თანხამ 430 000 ლარი შეადგინა.