ძარცვის ბრალდებით ანტალიაში ორი ქართველი დააკავეს. ძმებ ედუარდ და თენგიზ გუგუშვილებს გავრცელებული ინფორმაციით ერთ-ერთი ბანკის კუთვნილი საინკასაციო ავტომანქანიდან ფულით სავსე ჩანთის მოპარვა ედებათ ბრალად. ეს ფაქტი სათვალთვალო კამერითაც არის დაფიქსირებული.
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ავტომობილს, რომელსაც ფული გადაქონდა საბურავი დაეშვა და მძღოლი დროებით მანქანიდან გადმოვიდა. ქურდებმა ამით ისარგებლეს და 10 000 ევროს ოდენობის თანხა მოიპარეს.
ცნობისთვის, დაკავებულებმა ქურდობა სექტემბრის თვეშიც ჩაიდინეს. მაშინ გაჩერებული კერძო მანქანიდან პლასტიკური ბარათი მოიპარეს, რომელზეც 800 ევრო იყო დარიცხული.
დაკავებულები პოლიციის განყოფილებაში არიან დაკავებულები.