დღეს, 7 ნოემბერს, 11:00 საათზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოლდოვის დელეგაცია ეწვევა .
მოლდოვის იუსტიციის სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თინა ბურჯალიანი და მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე შეხვდებიან.
მოლდოველ სტუმრებს ქართველი კოლეგები სისხლის სამართლის სფეროში განხორციელებული სიახლეების პრეზენტაციას წარუდგენენ. ასევე, გააცნობენ რეფორმის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმებს.