პოლიტპატიმრები შიმშილობის აქციას იწყებენ 2007 წლის 7 ნოემბერს ხელისუფლების მიერ გამოჩენილი სისასტიკისა და უკანონობის გასაპროტესტებლად. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" მოძრაობიდან "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" აცნობეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით 7 ნოემბერს დღის 12:00 საათზე, გამრეკელის 19 ნომერში მოძრაობის "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ოფისში, მოძრაობა "არა"-ს და ს.მ "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს"-მიერ გაიმართება ბრიფინგი.