"საქართველოს სინამდვილეში პატარკაციშვილს არჩევნებში გამარჯვების არავითარი შანსი არ აქვს", _ ამის შესახებ სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში უმრავლესობის წევრმა რატი სამყურაშვილმა ბადრი პატარკაციშვილის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.
ბადრი პატარკაციშვილმა მიიღო გადაწყვეტილება არ მოხსნას საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა.
"ასეთი მეთოდებით მოთამაშე პოლიტიკოსებს საქართველოში პოლიტიკის კეთების არანაირი შანსი არ აქვთ. საქართველოში ხელისუფლება ძალიან ძლიერია საიმისოდ, რომ ეფექტურად აღუდგეს წინ ასეთი ტიპის წინააღმდეგობებს", _ განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" რატი სამყურაშვილმა.