თბილისში ლოტკინის დასახლებაში მომხდარი მკვლელობა გახსნილია. სამართალდამცავებმა რამდენიმე საათის წინ 26 წლის გელა ვარძელაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს.
დაკავებულიც 26 წლისაა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დაკავებულის ვინაობის შესახებ ინფორმაციას დღის განმავლობაში გაავრცელებენ.
მკვლელობა ლოტკინზე გამთენიისას მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, უბანში მეგობრები ალკოჰოლურ სასმელს სვამდნენ, როდესაც მათ შორის შელაპარაკება მოხდა.
გულ-მკერდის არეში გელა ვარძელაშვილს ბასრი იარაღით ჭრილობები მიაყენეს, რის შედეგადაც ის ადგილზე დაიღუპა.