მკვლელობა მოხდა წუხელ თბილისში. 30 წლის მამაკაცი ლოტკინის დასახლებაში ბასრი იარაღით მოკლეს. გარდაცვლილს ჭრილობა გულმკერდის არეში ჰქონდა მიყენებული.
დაჭრილი სასწრაფო დახმარებას ადგილზე მისვლისას გარდაცვლილი დახვდა. მკვლელობის მიზეზი სავარაუდოდ ურთიერთშელაპარაკება გახდა.
მეზობლები მოკლულს დადებითად ახასიათებენ. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.