აფხაზეთში, ტყვარჩელის რაიონის სოფელ ოქუმში უბედური შემთხვევა მოხდა - 12 წლის ბიჭმა სანადირო თოფით 52 წლის ქალი მოკლა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, აღნიშნული ინციდენტი სოფელ ოქუმის მცხოვრების, ზურაბ ჭანტურიას ოჯახში მოხდა. ინგა მელია თავის 12 წლის ვაჟთან, ბაღანა ჭანტურიასთან ერთად ოჩამჩირის რაიონის სოფელში ნათესავებთან ხობიდან ჩავიდა.
ბიჭმა ნათესავების სახლში 16-კალიბრიანი სანადირო თოფი ნახა, მასში ტყვია ჩადო და შემთხვევითი გასროლით დედა მოკლა, რომელიც იმ დროისათვის დასაძინებლად ემზადებოდა.
ინგა მელიას ტყვია პირდაპირ საფეთქელში მოხვდა და ადგილზე გარდაიცვალა.
მიმდინარეობს გამოძიება.