"სახალხო დამცველის შესახებ" კანონში ცვლილებები შედის და სახალხო დამცველს შეეძლება Amicus Curiae-ის ფუნქცია საერთო სასამართლოებსა და საკონსტიტუციო სასამართლოში შეასრულოს.
აქამდე სახალხო დამცველს შეეძლო ცალკეულ შემთხვევებში შეესრულებინა სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) ფუნქცია პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებში.
ახალი კანონპროექტის ავტორი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა თორდიაა.