"ქართუ ჯგუფში" შემავალ ერთ-ერთი საქველმოქმედო-სამშენებლო ორგანიზაცია "ატუს" ბათუმის პორტიდან კუთვნილი ტვირთის გამოტანის საშუალება რამდენიმე წუთის წინ მისცეს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ბიძინა ივანიშვილს პრესსამდივნოდან აცნობეს.
"ატუს" კუთვნილი ტვირთი ბათუმის პორტში 29 ოქტომბერს დააკავეს. 2 ტრანსფორმატორი და 2 მაღალი ძაბვის გამანაწილებელი განკუთვნილია საჩხერის სამედიცინო ცენტრისათვის, რომლის მშენებლობასაც კომპანია "ატუ" რამდენიმე თვეში დაასრულებს. დაკავებული ტვირთის შემადგენლობაში იყო სავენტილაციო მოწყობილობები, რაც რუსთავში, მარტყოფსა და დიდ დიღომში მშენებარე რაგბის სტადიონებისთვისაა განკუთვნილი.