ქურდობის ფაქტზე ტრაბზონის პოლიციამ ქართველი დედა-შვილი დააკავა. მათი ვინაობა უცნობია. მედიასაშუალებები დაკავებულებს ინიციალებით მოიხსენიებენ. მათი ინფორმაციით, დედა-შვილმა ნივთები ერთ-ერთი სუპერმარკეტიდან მოიპარა.
თურქმა სამართალდამცველებმა მაღაზიის ვიდეოთვალის მიერ გადაღებული მასალაც გაავრცელეს, სადაც ნათლად ჩანს, როგორ ქურდავს დედა-შვილი სუპერმარკეტს და შემდეგ ტერიტორიის მანქანით დატოვებას ცდილობს.
ადგილობრივი გაზეთების ამტკიცებენ, რომ მანქანას, რომელშიც ისინი სხდებოდნენ, ქართული სანომრე ნიშნები ჰქონდა.