ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნო განცხადებას ავრცელებს და მორიგ ზეწოლაზე საუბრობს. მათი ინფორმაციით, "ქართუ ჯგუფზე" 29 ოქტომბერს ბათუმის პორტში დააკავეს „ქართუ ჯგუფში შემავალი ერთ-ერთი საქველმოქმედო-სამშენებლო ორგანიზაცია „ატუს" კუთვნილი ტვირთი 2 ტრანსფორმატორი და 2 მაღალი ძაბვის გამანაწილებელი.
"დაკავებული ტვირთი განკუთვნილია საჩხერის სამედიცინო ცენტრისათვის, რომლის მშენებლობასაც კომპანია „ატუ" რამდენიმე თვეში დაასრულებს. ასევე დაკავებული ტვირთის შემადგენლობაშია სავენტილაციო მოწყობილობები, რაც რუსთავში , მარტყოფსა და დიდ დიღომში მშენებარე რაგბის სტადიონებისთვისაა განკუთვნილი. აღნიშნული ტვირთი თბილისში უნდა განბაჟებულიყო. შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს ამ დრომდე არ უცნობებიათ „ქართუ ჯგუფისათვის" მიზეზი, თუ რის გამო გააჩერეს ტვირთი ბათუმის პორტის საბაჟოზე", - ნათქვამია პრესამდივნოპს მიერ გავრცელებლ განცხადებაში.