თბილისში, ჩიქოვანის ქუჩაზე მომხდარი დანაშაული გახსნილია. სამართალდამცვველებმა გვიან ღამით 16 წლის მოზარდი დააკავეს, რომელმაც თანაკლასელი დაჭრა. დაკავებული დანაშაულს აღიარებს. მას შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
მომხდარზე საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით არის აღძრული. კრიმინალური გარჩევისას ცივი იარაღით დაჭრილი მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
16 წლის ახალგაზრდას რესპუბლიკურ საავადმყოფოში უკვე ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია.
დაპირისპირება კი მოზარდებს შორის შელაპარაკებით დაიწყო და სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა.