ერზერუმის აეროპორტში ერთმანეთს ქართული და ყირგიზული თვითმფრინავი შეეჯახა. ორივე მათგანმა თურქეთში მიწისძვრით დაზარალებულებისთვის ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანა.
შეჯახების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა ქართული თვითმფრინავის ფრთა და შიდა კორპუსი. ეკიპაჟი არ დაშავებულა.
თურქული მედიის ინფორმაციით, შეჯახების მიზეზი ყირგიზი პილოტის მიერ ასაფრენ ბილიკზე პარკირების პროცესში წესების დარღვევა გახდა. დგინდება ინციდენტთან დაკავშირებული სხვა დეტალები.