სოხუმში 22 წლის სტუდენტ გოგონას ქუჩაში ცეცხლი გაუხსნეს. ინფორმაციას ამის შესახებ "Life News"-ი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ნიღბიანმა ბოროტმოქმედმა გოგონას 5 ტყვია ესროლა. სისხლისგან თითქმის დაცლილი ასიდა შულუმბა შემთხვევითმა გამვლელებმა იპოვეს და სასწრაფოც სწორედ მათ გამოიძახეს.
გოგონა ამჟამად სოხუმის კლინიკურ საავადმყოფოში იმყოფება.
22 წლის სტუდენტი გოგონა ლექციებიდან სახლში ბრუნდებოდა, როდესაც მის წინ ნიღბიანი ადამიანი გაჩნდა. ბოროტმოქმედმა გოგონასათვის ცეცხლის გახსნის შემდეგ მიმალვა შეძლო.
სამართალდამცავები ბოროტმოქმედს ეძებენ. გოგონას დაკითხვა კი მისი მძიმე მდგომარეობს გამო ვერ ხერხდება.
მასალის გამოყენების პირობები