სომალის მთავრობამ მეკობრეებთან ბრძოლა დაიწყო. მეკობრეების წინააღმდეგ მიმართული ორ კვირიანი სპეც ოპერაციის შედეგად სომალიში, პუნტლანდის რეგიონის პოლიციამ 150 მეკობრე დააკავა.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ "ჯი-ეიჩ-ენისთვის" მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, პუნტლანდის პოლიციის განცხადებით ქალაქ გარასადში დააკავეს 150 მეკობრე როდესაც ისინი ამზადებდნენ საკუთარ გემებს, სხვა გემების დასატყვევებლად. სპეცოპერაციის დროს ასევე ამოღებულ იქნა სხვადასხვა ტიპის ავტომატური და ცეცხლსასროლი იარაღები. მათივე თქმით ოპერაციები გრძელდება სომალის ყველა რაიონში, განსაკუთრებული მობილიზებაა მადაგის რეგიონში, რადგან მეკობრეების მთავარი თავშესაფარი იქ არის.
სომალის მთავრობის თქმით, ეს სპეცოპერაცია მეკობრეების წინააღმდეგ გადადგმული პირველი ნაბიჯია და მან წარმატებით ჩაიარა, დაკავებული 150 მეკობრე უკვე გადაეცა სასამართლოს და პოლიცია არ აპირებს გაჩერებას, ოპერაცია გრძელდება.
თუ სომალის მთავრობა და პოლიცია ასე გააგრძელებს მუშაობას, საგრძნობლად შემცირდება მეკობრეების მიერ გემების დატყვევების შემთხვევები, რაც დადებითად აისახება ქართველი მეზღვაურების უსაფრთხოებაზე და ტყვეობაში მყოფთა გათავისუფლებაზე.