ნიგერიაში რამდენიმე თვის წინ მეკობრების მიერ დატყვევებული გემის ეკიპაჟის ქართველი წევრები უკვე სამშობლოში არიან. მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავ კოლუმბიაში მენეჯმენტის კუთვნილ ხომალდზე 12 ქართველი იმყოფებოდა.
აღსანიშნავია, რომ საკუთარ ოჯახს თორმეტივე მეზღვაური დაუბრუნდა. ისინი სამშობლოში გუშინ ჩამოვიდნენ, თუმცა კომენტარზე უარს აცხადებენ. ოჯახის წევრების თქმით ყველა მეზღვაური თავს კარგად გრძნობს.
ცნობისთვის, მათი გათავისუფლება მოლაპარაკებების შედეგად მოხდა. პროცესში გემფლობელი კომპანია და ყველა ის სახელმწიფო იყო ჩართული რომელი ქვეყნის მეზღვაურებიც იმყოფებოდნენ ეკიპაჟის შემადგენლობაში.