ტრაპზონში ძარცვის ფაქტზე სამი ქართველი დააკავეს. ისინი ერთ-ერთი სახლიდან 400 დოლარის და ორი საქორწინო ბეჭდის მოპარვას ღამით ცდილობდნენ.
სახლის მეპატრონეები ამ დროს შინ არ იმყოფებოდნენ, თუმცა მძარცველები მეზობელმა შენიშნა და პოლიცია გამოიძახა. მათ ქართველები სადარბაზოში დააკავეს.
ეჭვმიტანილების ვინაობას სამართალდამცავები არ ახმაურებენ.