მკვლელობა მოხდა წყალტუბოში. სოფელ ბანოჯაში სიმამრმა სიძე მოკლა. 42 წლის მამუკა სვანიძე ბანოჯაში სტუმრად სიმამრთან იმყოფებოდა. მეზობლების თქმით ისინი შეკამათდნენ, რის შემდეგაც ანზორ მჟავანაძემ სიძე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
მეზობლები ორივე მათგანს დადებითად ახასიათებენ. ისინი, ამბობენ, რომ მათ შორის რაიმე უთანხმოების შესახებ არ სმენიათ.
დეტალები უცნობია. ანზრო მჟავანაძე დაკავებულია.