ტუბერკულოზის პრევენციის მიზნით ყველა სასჯელაღსრულების დაწესებულებაზე მიმაგრებულია ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი და ინტენსიურად გრძელდება ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა ახალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამკურნალო კორპუსის მშენებლობა, რომელიც 2012 წლიდან შევა ექსპლუატაციაში. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის 10-პუნქტიან გეგმაშია ნათქვამი.
გეგმის თანახმად, პენიტენციური სისტემა უნდა დაეფუძნოს განვითარებულ ინფრასტრუქტურას, თანამედროვე სტრანდარტების თავისუფლების აღკვეთის ადგილების შექმნით, სასჯელის მოხდის ალტერნატიული ფორმების გამოყენების წილის გაზრდითა და სოციალური ინტეგრაციის ეფექტიანი ფორმების განვითარებით.
საქართველოს მთავრობა მიიჩნევს, რომ თითოეული პირობითი მსჯავრდებულის მიმართ დგება სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმა და ხდება რისკის შეფასება ელექტრონული მონიტორინგის სისტემის გამოყენებით.
პრობაციის სოციალური მუშაკები ინტენსიურად არიან ჩართულნი არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროცესში. პრობაციის ბიუროები ასევე უზრუნველყოფენ ვიდეოპაემანის განხორციელებას სხვადასხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებთან. ინტენსიური რეფორმა მიმდინარეობს პენიტენციური სისტემის სამედიცინო სფეროში, რათა ყველა პაციენტისათვის ხელმისაწვდომი იყოს მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისი და 2013 წლიდან პენიტენციური ჯანდაცვის სისტემა სრულად შეესაბამებოდეს სამოქალაქო სექტორში არსებულ სერვისებს", - აღნიშნულია გეგმაში.