რამდენიმე საათის წინ თურქმა სამართალდამცავებმა ქართველების კიდევ ერთი ჯგუფი დააკავეს. სპეცოპერაცია ანტალიასა და სტამბულში თურქმა სამართალდამცავებმა ჩაატარეს. საქართველოს მოქალაქეები ამ შემთხვევაში ტრეფიკინგის მსხვერპლნი არიან.
თურქული მედიის ინფორმაციით, ქართველ ქალებს ვინმე მუსტაფა, მეტსახელად "ლიდერი" პროსტიტუციას აიძულებდა. საქართველოს მოქალაქეები გამოძიებამ დაზარალებულების სტატუსით დაკითხა. მათ სავარაუდოდ, საიმიგრაციო სამსახურში გადაიყვანენ, რის შემდეგაც მათი დეპორტაცია მოხდება.
მასალის გამოყენების პირობები