ბათუმში წუხელ მომხდარი ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა. ავტოავარია აეროპორტიდან სარფისკენ მიმავალ გზაზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ტრაილერს შეეჯახა, ავტომობილში სამი ახალგაზრდა მამაკაცი იჯდა. მათგან ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორის, 20 წლის ლევან ქავთარაძის მდგომარეობა კი ამ დრომდე მძიმეა, მას მრავლობითი მოტეხილობები აქვს და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
ერთ-ერთი ვერსიით, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე იყო. ტრაილერს თურქი მძღოლი მართავდა, მიმდინარეობს გამოძიება.