მარშალის კუნძულების დროშით მცურავი ნავთობმზიდი გემ "CAPE BLANC"-ის კაპიტანს, მიხაილ ანდრეევს, ფოთის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით, ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა 65 000 ლარის ოდენობით და გარემოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურება 605 ლარის ოდენობით, საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 58 (პრიმა ორი) მუხლის მე-7 ნაწილით, რომელიც მის მიერ იქნა უზრუნველყოფილი. გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა.
შეგახსენებთ, რომ შსს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს II სამმართველოს (დასავლეთი) ფოთის განყოფილებისა და შავი ზღვის დაცვის კონვენციური ინსპექციის თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული სასაზღვრო-პოლიციური ღონისძიებების შედეგად, ზღვის დაბინძურების ფაქტზე (გემიდან სამეურნეო ფეკალური წყლების ჩაღვრა ზღვაში), ფოთის პორტის N1 ნავმისადგომთან, მარშალის კუნძულების დროშით მცურავი ნავთობმზიდი გემი "CAPE BLANC"-ი 25 ოქტომბერს დააკავეს.