შსს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს II სამმართველოს (დასავლეთი) ფოთის განყოფილებისა და შავი ზღვის დაცვის კონვენციური ინსპექციის თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული სასაზღვრო-პოლიციური ღონისძიებების შედეგად, ზღვის დაბინძურების ფაქტზე (გემიდან სამეურნეო ფეკალური წყლების ჩაღვრა ზღვაში), ფოთის პორტის N1 ნავმისადგომთან, მარშალის კუნძულების დროშით მცურავი ნავთობმზიდი გემი "CAPE BLANC"-ი დააკავეს.
აღნიშნული გემის კაპიტნის, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, მიხაილ ანდრეევის მიმართ დაიწყო საქმისწარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 58-ე (პრიმა ორი) მუხლის VII ნაწილით.
მასალის გამოყენების პირობები