გურჯაანის პროკურატურამ 2 იპოთეკარი დააკავა. ლია მინდორაშვილს და ნატო ყალაბეგაშვილს ბრალი თაღლითობაში ედებათ. დაკავებულები დროებითი მოთავსების იზოლატორში არიან გადაყვანილები.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, მინდორაშვილი და ყალაბეგაშვილი დაინტერესებულ პირებს უძრავი ქონების უზრუნველყოფით სესხს სთავაზობდნენ. რამდენიმე შემთხვევაში მათ საცხოვრებელი სახლები იპოთეკით კი არ დატვირთეს, არამედ საკუთარ სახელზე გაიფორმეს. სესხის დაგვიანებით გადახდის შემდეგ კი საცხოვრებელ სახლებს ყიდდნენ.
პროკურატურის ცნობით, დაზარალებულია რამდენიმე ათეული ადამიანი.
იპოთეკარების ოფისი გურჯაანში, რუსთაველის ქუჩაზე დაკეტილია.