შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში სასაზღვრო რეჟიმის დარღვევის ფაქტზე დააჯარიმეს საქართველოს ორი მოქალაქე ირაკლი კვაჭაძე და ავთანდილ ცენტერაძე.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114 (პრიმა ორი) მუხლის, VI ნაწილის შესაბამისად თითოეულ მათგანს დაეკისრა ჯარიმა 300 ლარის ოდენობით.