ადმინისტრაციულ საქმეთა სასამართლომ ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის ადვოკატების სარჩელი არ დააკმაყოფილა. ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის ინფორმაციით, სასამართლოს საპასუხო წერილში აღნიშნულია, რომ სასამართლომ მათი სარჩელი საქართველოს პრეზიდენტის #602-ე ბრძანებულების გაბათილებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. პრეზიდენტის ბრძანებულება #602 ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინე ხვედელიძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტას ეხება.
ივანიშვილის ადვოკატებმა ადმინისტრაციულ საქმეთა სასამართლოს 21 ოქტომბერს მიმართეს, სასამართლოდან უარის პასუხი კი დღეს მიიღეს. შალვა თადუმაძეს სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება უკანონოდ მიაჩნია. ადვოკატები 12 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოს მიმართავენ.