ფოტორეპორტიორი პაატა ვარდანაშვილი მედიასაშუალებებს საავტორო უფლებების დარღვევის გამო საყვედურობს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ვარდანაშვილმა განუცხადა, მასთან შეთანხმების გარეშე, მის მიერ გადაღებული ფოტოები სხვადასხვა წიგნებში, ჟურნალ-გაზეთებში, საინფორმაციო სააგენტოებში, სარეკლამო ბუკლეტებში, კალენდრებსა და ინტერნეტსაიტებზე ხვდება.
ვარდანაშვილი მიმართავს ყველას მის მიერ გადაღეული ფოტოები შეთანხმების გარეშე არ გამოიყენონ.
"ჩემი ფოტოები სხვადასხვა წიგნებში, ჟურნალ-გაზეთებში, საინფორმაციო სააგენტოებში, სარეკლამო ბუკლეტებში, კალენდრებსა და ინტერნეტ საიტებზე ხვდება ხოლმე და ჩემი სახელი არაა მითითებული. როდესაც ვუკავშირდები და ვეუბნები, რომ ეს ჩემი საავტორო ფოტოა, ნებართვის გარეშე რატომ გამოიყენეს, აქეთ მედავებიან - ინტერნეტში ვნახეთ და შენ არ უნდა გაგევრცელებინა ინტერნეტითო",- აცხადებს ვარდანაშილი და აღნიშნავს, რომ თუ მსგავსი რამ კიდევ განმეორდების შემთხვევაში საავტორო უფლებების დაცვისთვის სასამართლოს მიმართას.