მერაბ სეფაშვილი სოლოკონცერტისთვის ემზადება. როგორც მომღერალმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, 10 წლის შემდეგ მომღერალი კონცერტს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართავს.
"კონცერტი ოქტომბერში იყო დაგეგმილი, თუმცა რაღაც მიზეზების გამო გადაიდო. კონცერტზე ძველ სიმღერებს ახლებური ინტერპრეტაციით შევასრულებ", - აღნიშნა სეფაშვილმა.
ცნობისთვის, კონცერტი წლის ბოლოსთვის იგეგმება.