"გაგიკვირდებათ და ნინა წკრილაშვილთან დუეტს ვწერ", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" მუსიკოსმა, "ქართული ხმების" სოლისტმა დათო არჩვაძემ.
"სტილისტურად სხვადასხვა მომღერლები ვართ, მაგრამ გასტროლებზე ვიყავით და იქ დაგვებადა იდეა. განსხვავებულია და ვნახოთ, რა გამოვა", - აღნიშნა არჩვაძემ.
ცნობისთვის, "ქართული ხმები" სოლოკონცერტის გამართვას "ივენთ ჰოლში" გეგმავს. როგორც არჩვაძემ განაცხადა, შესაძლოა, ამ საღამოზე მოხდეს ნინა წკრიალაშვილთან ერთად ჩაწერილი სიმღერის პრეზენტაცია.