აკადემიურმა საბჭომ კონსერვატორიის ახალ რექტორად რევაზ კიკნაძე აირჩიეს. აკადემიურმა საბჭომ ფარული კენჭისყრის შედეგად რევაზ კიკნაძე ოთხწლიანი ვადით აირჩიეს.
აკადემიური საბჭოს წევრ, პროფესორ ბეჟან ნამგალაძის განაცხადებით, აკადემიური საბჭოს შვიდივე წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი რევაზ კიკნაძის არჩევას კონსერვატორიის რექტორის თანამდებობაზე. აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში შედიან უკვე ყოფილი რექტორი მანანა დოიჯაშვილი, მანანა ანდრიაძე, ნოდარ ანდღულაძე, შალვა მოსიძე, გივი მუნჯიშვილი, ზურაბ ნადარეიშვილი, ლიდა გოგუა.
შეგახსენებთ, რომ კონსერვატორიას მანანა დოინჯაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელსაც ოთხწლიანი ვადა ამოეწურა.
ცნობისთვის, რევაზე კიკნაძე კომპოზიტორი და საქსოფონისტია; 20 წლის განმავლობაში გერმანიაში ცხოვრობდა. იგი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია.